პროექტები




თბილისის 181-ე საჯარო სკოლა

I კლასი


1. პროექტის სახელი: ეს საოცარი რიცხვი "შვიდი".
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მოიძიებენ
ინფორმაციას და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: -რატომ არის რიცხვი "შვიდი"
საოცარი?რასთანშეიძლება\დავაკავშიროთ\რიცხვი\"შვიდი?"\გამოიყენებენ\წინარეცო
ნას გაიხსე- ნებენ, მოიძიებენ, შეისწავლიან ანდაზა-გამონათქვამებს, ლექსებს
შვიდზე. დააკავ-შირებენ "შვიდს" კვირის დღეებთან, მუსიკალურ ბგერებთან,
ზღაპრის გმირებთან. ცისარტყელას ფერებთან, გეომეტრიულ ფიგურებთან.
გაიხსენებენ, დაწერენ შვიდმარცვლიან სიტყვებს. ისაუბრებენ (მოძიებული
ინფორმაციით) სამყაროს შექმნის შვიდ დღეზე. მსოფლიოს საოცრებებზე.
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პლაკატი; სურათები; ნახატები; ნაძერწები. ცნების რუკა; ცხრილი - "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე."
4. მოსწავლეთა ასაკი: 6-8 წელი.
5. ვადები / ხანგრძლივობა: 2-3 კვირა. (მარტი-აპრილი).
6.პროექტის\შესაძლო\აქტივობები\კლასში:\წიგნების,\ლიტერატურეს\მოძიება.\\ტექსტი
კითხვა, წერა, ინტერვიუ ოჯახის წევრებთან, დისკუსიაში მონაწილეობა. ჟგუფური
მუშაობა. ნახატების შექმნა, სურათების გადაღება. ცნების რუკის შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: პლაკატი;
ცხრილი; ნახატები; სურათები; ფოტო ალბომი; ვებ-ბლოგები.
8. სარგებელი სხვებისთვის: ინპორმაციის მიწოდება, პროექტის შედეგები
(ფოტოები; ბლოგები) გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის პროექტში
ჩართული. ურთიერთობის დამყარება. აზრთა გაზიარება. 
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება 11. პროექტის ფასილიტატორი: ლ. მაისურაძე.
12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lalymaisuradze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:
http://lalimaisuradze.blogspot.com




 მსოფიოს  7    საოცრება







ეგვიპტის  პირამიდები


ბაბილონის  დაკიდებული   ბაღები.


ჰალიკარნასის   მავზოლეუმი.

ზევსის  ქანდაკება
ოლიმპიაში.


როდოსის კოლოსი.








ფაროსის  შუქურა ალექსანდრიაში.






შვიდფერი ცისარტყელა




II კლასი

ჩვენ, იაკობი, "დედაენა"

პროექტი ეძღვნება იაკობ გოგებაშვილის 170-ე წლისთავს
     პროექტის  მიზანი: მწერლის ცხოვრებისა  და  მოღვაწეობის          შესახებ   ცოდნის   გაღრმავება.
     პროექტის ფარგლებში:
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
წაიკითხეს მისი მოთხრობები. გააფორმეს ნახატებით. შეისწავლეს ანბანთქება.  ანდაზები. ლექსები.
ესტუმრნენ მწერლის სახლ-მუზეუმს ვარიანში.შთაბეჭდილებები გადაიტანეს ფურცელზე. გააკეთეს 
      "დიდი  წიგნი. შექმნეს  ფოტო ალბომი.
      ჩატარდა ორი  გაკვეთილი:
      1. ქართული ენა-"დედაენის"  ბურჯი.
      2. მათემატიკა-"გოგებაშვილისეული  ამოცანები"






მივედით  დიდი მწერლის  მშობლიურ  სოფელში
                                                                                           იაკობის   სახლ-მუზეუმში
                      სამშობლოს ღირსეული  შვილი  მთაწმინდაზე  განისვენებს.

ექსკურსია ვარიანში (პროექტის ფარგლებში)



                                        
                                                     პატარა   ონავრები

გვიყვარს  ხტუნვა,  თამაში...


მასწავლებელმაც  აგვიბა  მხარი

    


   შთაბეჭდილებები  ფურცელზე  გადავიტანეთ





  




         ვხატავთ და  ვხატავთ...




პროექტზე მუშაობა







ჩვენ მუდამ ვთანამშრომლობთ.



 ვიმედოვნებთ,  რომ    მოგეწონებათ.


დიდი წიგნი




ჩვენი შემოქმედება
(იაკობის მოთხრობები)









III  კლასი 




 შა –   




პროექტი  ეძღვნება  



ვაჟა- ფშაველას  150-ე  წლისთავს









 პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2წინადადებით:მოსწავლეებმა გააცნობიერონ სიღრმისეულად ვაჟაფშაველას პიროვნება, მისი როლი ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ და შეისწავლონ, თუ რა ადგილი უკავია ქართულ მწერლობაში ვაჟაფშაველას, რატომ უწოდა მას ქართველმა ხალხმა მთის არწივი. ძირეულად გაეცნობიან ვაჟას ბიოგრაფიას და შემოქმედებას. მოსწავლეები  გაეცნობიან თუ რატომ აიღო ლუკა რაზიკაშვილმა ფსევდონიმად –,, ფშაველა.''  მისი შემოქმედების შესწავლის საფუძველზე მოსწავლეები ეცნობიან და აანალიზებენ მთის კუთხის ტრადიციებს. ქართულ ხალხურ მუსიკალურ საკრავებს, ეცნობიან ქართულ ფოლკლორს.მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანების მოსაზრებებსა და გამონათქვამებს ვაჟაფშაველას პიროვნებისა და მისი შემოქმედების შესახებ. გაიგებენ თუ რატომ  წერდა იგი ნაწარმოებების გარკვეულ ნაწილს ფშაური დიალექტით.  მოახდენენ  წიგნის„ დიდი  ქართველები“  - პრეზენტაციას. ნახავენ  და მოაწყობენ  დისკუსიას  ვაჟას  ნაწარმოებებზე  შექმნილ   მულტფილმებთან  დაკავშირებით.  მოაწყობენ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაჟას ნაწარმოებთა  გმირები ნახატების სახით. შეძლებენ შექმნან  მის შემოქმედებასთან დაკავშირებით ფოტოკოლაჟი, კედლის გაზეთი, მოაწყონ ვაჟაფშაველას ნაწარმოებების მხატვრული კითხვის დღე  და .. შეძლონ კვლევა, მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობა, ნამუშევრების განთავსება გლოგში.
პროექტის მიზნები:  ვაჟაფშაველას პიროვნების შესწავლა ძირეულად. მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი. გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.  განუვითაროს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის უნარჩვევა
მონაწილეთა ასაკი: 8-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, წიგნის  პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით. შეისწავლიან  ვაჟაფშაველას ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ბლოგის მომზადება, პრეზენტაციის გაკეთება, სლაიდშოუ, ფოტო აპარატი,  ფურცლები, საწერკალმები, ფორმატ სახატავი მასალები, ნახატების გამოფენა, მხატვრული კითხვა, ვაჟაფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნები სხვადასხვა ავტორთა ხელმძღვანელობით, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების გამონათქვამები,  გამოკვლევები ვაჟაფშაველასთან დაკავშირებით.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):  კვლევა,მასალის მოძიება ძირითადი და დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.

საგნებთან/საგნობრევ ჯგუფებთან/ ეროვნ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართულილიტერატურაში-განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს.სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტ. ნაწარმოებების,  ბიოგრაფიის გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა.ხელოვნებაში-პოეტის შემოქმედებაზე ნახატების შესრულება, მულტფილმების  ნახვა(დისკუსიის  მოწყობა),  ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვა.
 ისტორიაგაეცნობიან ეპოქას, მთის კუთხეების ტრადიციებს. გეოგრაფიაგაეცნობიან აღნიშნული კუთხეების გეოგრაფიულ  მდებარეობას  რუკაზე.  მონაწილეობა სხვდასხვა სახის ღონისძიებაში ( ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია). ისტ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება.ინფორმაციის გაცვლა, პრეზენტაცია, ვებგალერეაში სურათების ატვირთვა.
პროექტის ფასილიტატორი:  ლ.  მაისურაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lali maisuradze@gmail.com.
 პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:lali maisuradze blogspot. com.



 



                         

პროექტის სახელწოდება:
 ,,პლანეტა დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი

პროექტის მთავარი იდეა: გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, ბუნებას, გარესამყაროს. დავიცვათ იგი ანუ ჩვენი თავი, დაღუპვისაგან.
 პროექტის აქტუალობა: დედამიწა საფრთხის წინაშე დგას, რასაც მოწმობენ გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოგენური კატასტროფები.
 პროექტის მიზნები: ჩაუნერგოს ბავშვებს ბუნებისა და გარესამყაროსადმი სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულების გრძნობა.
 გააცნოს მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები გარესამყაროს მიმართ.
 მონაწილეთა ასაკი: 9-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება ;
დასუფთავებული სკოლის ეზო, ქუჩები; გაშენებული ნარგავები; კედლის გაზეთი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,ენციკლოპედია, ინტერნეტი, პროექტორი,ნერგები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; სკოლის ეზოსა და ნაკვეთში ნარგავების დარგვა;
კედლის გაზეთის გამოშვება

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შრომითი სწავლება/ბუნება
მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაზრდა; გაგება, სხვისთვის გადაცემა
11. პროექტის : ფასილიტატორი:  ლ.  მაისურაძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lalimaisuradze@gmail.com.

1 3. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი: lalimaisuradze blogspot. com.







პროექტის სახელი: რა მქვია მე
  1. პროექტის მოკლე აღწერა 1-2წინადადებითმოსწავლეები მოიძიებენიკვლევენ დააგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ.მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახისთვალსაჩინოება : პლაკატებიგამოძერწონ ნივთები,დახატონნახატებიმოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციასფოტო სურათებს თავიანთი სახელის შესახებ. მოსწავლეები აქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებ სსაიტზე  http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვითmyname_project.
  2. პროექტის სრული აღწერაპროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზესახელის დარქმევის ტრადიციაისტორია იმ რეგიონისასადაც ამ სახელის დღეობა აღინიშნება,-=  რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის , მათი მშობლებისათვისა და ბებია-ბაბუისათვის.მოსწავლეები იძიებენიკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებისინი პასუხობენ შემდეგ კითხვებს:· საიდან ხარ წარმოშობით?· რა გქვია?· რას ნიშნავს შენი სახელი მშობლიურსა და უცხო ენებზე?· რატომ გქვია ეს სახელი?· ვინ დაგარქვა ეს სახელი?· ვინ არის/იყო პირველი ადამიანი შენს ოჯახში ვინც შენს სახელს ატარებს/ატარებდა?· რომელ გამოჩენილ ადამიანს ჰქვია ან ერქვა შენი სახელი?· რა არის შენი სახელის არაოფიციალური ფორმა?მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატებიგამოძერწონ ნივთებიდახატონ ნახატებიმათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტებიმაგ.: - ლამაზი -ალერსიანი - ლოგიკური - ინტერესიანი. შესაძლებელია მოსწავლეებმა მოძებნონ თავიანთი სეხნია სხვადასხვა რეგიონში და გახდნენ მიმოწერით მეგობრები.  მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.
  3. მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 6-15 წწ.
  4. ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
  5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიებავებგვერდებისგაკეთებატექსტების კითხვა და წერაინტერვიუს გაკეთებაოჯახის წევრებთან და სურათების გადაღებაბლოგებისგაკეთება.
  6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლებაშეიქმნას: ვებ-ბლოგები, ბუკლეტები.
  7. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი.პროექტის შედეგების (ბლოგებიბუკლეტებიფოტოები)გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვაკულტურის თავისებურებასაღმოაჩინოს მსგავსებები და თავისებურებებიდაინახოს რა მსგავსებაა უნიკალური კულტურის შვილების ცხოვრების წესში.
  8. სამუშაო ენაქართული.
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირიინტეგრირებული,საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
  10. პროექტის ფასილიტატორი: ლ, მაისურაძე
  11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა  lalimaisuradze@gmail.com.
  12. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:  lalimaisuradze blogspot. com.












IV  კლასი


ნიკო ფიროსმანი - უკვდავების  150  წელი   



პროექტის  სახელწოდება:  ლოდინით  დაღლილი ტალანტი  

 პროექტის მთავარი იდეა,
(თემა) 1–2წინადადებით:მოსწავლეებმა გააცნობიერონ სიღრმისეულად ნიკო   ფიროსმანის პიროვნებამისი როლი  მხატვრობაში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ და შეისწავლონთუ რა ადგილი უკავია  ნიკო ფიროსმანაშვილს  მსოფლიო სამხატვრო ასპარეზზე. რატომ უწოდა მას ქართველმა ხალხმა სახალხო მხატვარი.ძირეულად გაეცნობიან მის ბიოგრაფიას და შემოქმედებასმოახდენენ  წიგნის„ დიდი  ქართველები“  - (ფიროსმანი )პრეზენტაციას.  ეწვევიან  ეროვნულ გალერეას, დაათვალიერებენ მხატვრის  ნამუშევრებს.(145 ორიგინალი)   ნახავენ ქართულ მხატვრულ ფილმს  „ ფიროსმანი". 
პროექტის მიზნები:  ნიკო ფიროსმანის  პიროვნების შესწავლა ძირეულადმოსწავლეებს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.შეაყვაროს კითხვაგამოუმუშაოს ლიტერატურისროგორც სიტყვის ხელოვნებისა კულტურის ფაქტისაღქმისა და გაცნობიერების უნარიგააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურაროგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.  განუვითაროს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის უნარჩვევა.
მონაწილეთა ასაკი: 8-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი   თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატებისფოტოებისა და ნახატების გამოფენაწიგნის  პრეზენტაციაბლოგი შექმნილი მასალების მიხედვითშეისწავლიან  დიდი ნიკალას ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერიპროექტორიინტერნეტიბლოგის მომზადებაპრეზენტაციის გაკეთებაფოტო აპარატი,  ფურცლებისაწერკალმებიფორმატ სახატავი მასალებინახატების გამოფენა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):  კვლევა,მასალის მოძიება ძირითადი და დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებითჯგუფური მუშაობებინამუშევრების განთავსება ბლოგში.

საგნებთან/საგნობრევ ჯგუფებთანეროვნ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული – ლიტერატურაში-განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებსწერასკითხვასმოსმენასსაუბარს.სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკაინტერნეტისარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბებალიტნაწარმოებების,  ბიოგრაფიის გაცნობამხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა.ხელოვნებაში-მხატვრის   შემოქმედებაზე ნახატების შესრულებაფილმის  ნახვა(დისკუსიის  მოწყობა),  ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვა.
 ისტორია – გაეცნობიან ეპოქას  ტრადიციებსგეოგრაფია – გაეცნობიან აღნიშნული კუთხის(კახეთი) გეოგრაფიულ  მდებარეობას  რუკაზე.  მონაწილეობა სხვდასხვა სახის ღონისძიებაში ( ნახატების გამოფენაპრეზენტაცია). ისტ ინფორმაციის მოპოვებადამუშავება.ინფორმაციის გაცვლაპრეზენტაცია, ვებგალერეაში სურათების ატვირთვა.
პროექტის ფასილიტატორი:  ლ.  მაისურაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lali maisuradze@gmail.com.
 პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:lali maisuradze blogspot. com.






ნამდვილი სახელი – ნიკო ფიროსმანიშვილი. დაბადებული სოფელ მირზაანში. (ქიზიყი) მამა – ასლანი, დედა ტოკლიკაშვილების ქალი – თეკლე.
ფიროსმანიშვილის სოფელზე და მის ნათესავებზე ცნობები შეკრიბა შალვა დადიანმა,რომელიც ამ სოფელს 1922 წ. ეწვია და შემდეგი გამოარკვია: ასლან ფიროსმანიშვილს ჰყოლია ორი ქალი და ერთი ვაჟი – ნიკალა. მისი დის ფეფეს ანგარიშით ნ.ფიროსმანი დაბადებული უნდა იყოს 1862 ან 1863 წელს.როცა ფიროსმანი გარდაიცვალა, ის უნდა ყოფილიყო 56 წლისა. თავისი დის გადმოცემით ნიკოს საკუთარი შვილები არ ჰყოლია და არც ოჯახი გააჩნდა.

ლადო გუდიაშვილის მოგონებებიდან აშკარად ჩანს, როგორ სიღარიბეში უხდებოდა ცხოვრება ნიკო ფიროსმანს. აღწერილია ის დამცირება და მოტყუება, რასაც განიცდიდა მხატვარი თავისი უკულტურო შემკვეთებისაგან. აქ აშკარად ჩანს ის უიმედო სურვილი, რაც მხატვრის ოცნებას შეადგენდა. დიდი სახლი დიდი სამოვრით და უამრავი ხალხით, რომლებიც ილაპარაკებდნენ ხელოვნებაზე და თავიანთ ჭირ–ვარამზე.
1916 წელს მხატვრები ლ. გუდიაშვილი და მ. ჭიაურელი შეხვდნენ ნ.ფიროსმანს. ,,დიდი ძებნის შემდეგ ნიკო ვიპოვეთ დიდუბეში, ნახევრად სარდაფში. ოთახში რომ შევედით, გაოცებულნი გავშეშდით, ნახევრად სიბნელეში ნავთქურა ბჟუტავდა. მასზე მინები ელაგა – მხატვარი მჭვარტლს აგროვებდა შავი საღებავისათვის. მჭვარტლში იყო გახვეული ნიკოც. გონს რომ მოვედით, გავუმხილეთ მოსვლის მიზანი. მხატვართა კავშირის სხდომაზე გიწვევთო – ვუთხარით. გაუკვირდა,მე კი მეგონა, ყველას დავავიწყდი.“ შემდეგ ტანსაცმელზე დაიხედა და გვითხრა, რომ ,,ახლა ჩემთვის ძნელია კავშირში წამოსვლა, ასეთი სახით. ჩემი თავი უკანასკნელ კაცად მიმაჩნიაო.“
ნიკო იყო ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი, ტყუილად კი არ შეარქვეს ,,გრაფი.“ 
ლადო გუდიაშვილი იხსენებს: მხატვართა საზოგადოების ერთ–ერთ კრებაზე გამოტანილ იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ ხელმოკლე წევრებისათვის მატერიალური დახმარება. გადაწყდა ნიკო ფიროსმანისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით.ფულის გადაცემა მე მომანდეს. დავიწყე ფიროსმანის ძებნა. არ ვიცოდი სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ტყუილად. დაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ერთი ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი, ბავშვების ჟივილ–ხივილი. სანახაობა იყო მეტად შესაბრალისი. ბავშვები ქვებს ესროდნენ ერთი ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს, ჩემი აზრით, ნიკო უნდა ყოფილიყო. დავაკაკუნე. გამოჩნდა ნიკო. 
ნიკო ფიროსმანი იყო მაღალი ტანისა, შეჭაღარავებული და უკან გადავარცხნილი თმით. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და საღებავიანი ჭუჭყიანი შარვალი. ერთი სიტყვით, ჩემ წინ იდგა ,,ბასიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები. 
ამოვიღე ფული და გადავეცი. შეჩერდა და გაქვავდა. ხმა ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა.
ფიროსმანი ცოდნის მოყვარული ყოფილა და თავის პირობებზე ბევრი რამაც სცოდნია: მისი სურათები გვიმტკიცებენ, რომ ფიროსმანი გაცნობილი იყო ქართულ ისტორიას და საზოგადოდ თანამედროვეობას: მას აუარებელი სურათები აქვს ქართული ისტორიიდან: ,,თამარ მეფე,“ ,, შოთა რუსთაველი,“ ,,წმინდა გიორგი,“ ,,გიორგი სააკაძე,“ შემდეგ კიდევ ,,შამილი“ და ,,სამშობლოს,“ ვეფხიტყაოსანის ილუსტრაციები, აგრეთვე ,,იაპონიის ომი“ და სხვა.

აგრეთვე დიდია მისი დაკვირვების ნიჭი: კახეთი და ტფილისი ძირამდეა ამოწურული, ნ. ფიროსმანის სურათებში: ,,რთველი კახეთში,“ ,,კალო კახეთში, “მწყემსები,“ ,,დღეობა,“ ,,დიდი მარხვა,“ პატარა გოგო, ბატებს რომ მწყევსავს,“ ,,მამალი და კრუხი წიწილებით,“ –– ეს წარუშლელი სურათებია სოფლის ბუნებისა, რომლის ბადალიც მართლაც არ მოიპოვება ქართულ მხატვრობაში.
ჩვენ არ მოგვეპვება დღესდღეობით არავითარი დალაგებული მასალა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.რა უცნაურიც უნდა იყოს ეს და შეიძლება ჩვენი თანამედროვეთათვის სამწუხაროა, მაგრამ უცილობელი ფაქტია, რომ ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინა ფრანგმა მხატვარმა ლე–დანტიუმ, რომლსაც უმგზავრია საქართველოში და თან წაუღია ნიკო ფიროსმანის რამდენიმე სურათი. დიდი შრომა მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სახელის აღდგენისათვის ძმებს ილია და კირილ ზდანევიჩებს. ნიკო ფიროსმანი პირადად იცნობდა ლადო გუდიაშვილს, რომელმაც მოასწრო დაეტოვებინა ჩვენთვის მისი პორტრეტი.
თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ დამარხა, ეს გაურკვეველი დარჩა.
მეგობრებში ნიკალას შერჩენია სახელი უწყინარი კაცისა,მუდამ პატიოსნის, ამაყის, დაუზარელის და თითქმის წმინდანის. 




უშვილო მილიონერი  წყვილი და ღარიბი   მრავალშვილიანი.


აქტრისა  მარგარიტა



                                                     

                                                                
წითელპერანგა   მებადური
                                                        
                                                              კრუხი   წიწილებით. 
  
მატარებელი


        


 
                                                                    ქორწილი

                                                                                       



ლომი



                                                           შველი წყლის პირას